27.Jan.2016 11:37
Economy

"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პრემია-დანამატის სახით, 38 350 ლარი მიიღო"

"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პრემია-დანამატის სახით, 38 350 ლარი მიიღო"
2015 წელს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია - 463 817.5ლარი, სახელფასო დანამატი კი - 680 111.19 ლარი, - ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი; მათივე ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა.

"თანამდებობის პირთა მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციებმა მოგვაწოდეს. სხვა სამხარეო ადმინისტრაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კი, მხოლოდ წლის მანძილზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაა ასახული.

2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა.

2015 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - 167 712.26 ლარის ოდენობით.

2015 წელს გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის საერთო მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა (204 769.76 ლარი).

2015 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პარმენ მარგველანს სახელფასო დანამატის სახით დაერიცხა 35 400 ლარი, პრემია კი - 2 950 ლარი (საერთო ოდენობა - 38 350 ლარი).

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან იმყოფება, 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით მიიღო 22 668 ლარი, პრემია კი 2 950 ლარის ოდენობით.

გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა, რომელიც 2015 წლის მაისამდე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2015 წელს სახელფასო დანამატი 12 732 ლარი, ხოლო პრემია - 2 360 ლარი მიიღო.

მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის გუბერნატორების მსგავსად, სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებდნენ სხვა გუბერნატორებიც”, - განმარტავენ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში".



18.Feb.2019 23:37
26

"Ivanishvili Plans to Take Over Anaklia Port", says Fady Asly

More
18.Feb.2019 23:27
24

Economy Minister: Azerbaijan Shouldn’t be the Only Supplier of Natural Gas, We don't want to have a Monopoly

More
17.Feb.2019 20:22
136

Advice for Government from Mamuka Khazaradze - "Offer Special Conditions to All Georgian Businessmen Living Abroad"

More
17.Feb.2019 20:00
69

"What Saved us Throughout this Years was our Transparency”, says Khazaradze

More
16.Feb.2019 01:07
201

TBC Bank Filed a Lawsuit against National Bank of Georgia

More
16.Feb.2019 00:53
135

IMF on TBC Bank Case: We Consider that NBG is Doing its Job

More