Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BAG-ის ახალი წევრები - “ბიქეი ჰოლდინგში” შემავალი კომპანიები

BM.GE
24.03.22 11:57
294
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ბიქეი ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ და დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ შეუერთდნენ. ბიქეი ქონსთრაქშენის პორტფელში პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით ხვდება და წლების გამოცდილებასთან ერთად სტანდარტიც უცვლელად შენარჩუნებულია. დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მიმდინარე პროექტია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შარტავას ქუჩაზე, რომლის მშენებლობას ასევე ბიქეი ქონსთრაქშენი ახორციელებს.

სტუმრები: შოთა ბერეკაშვილი - "ბიქეი ქონსთრაქშენის" მმართველი პარტნიორი;
შორენა დარჩიაშვილი - დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატის" დირექტორი;