Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პოზიციის ცვლილება სულაც არ ითვლება უპრინციპობად"

5a83ff84170e2
თელარა გელანტია
14.02.18 13:19
788
რომან კაკულიას განცხადებით, ის პატივს სცემს კოლეგების პოზიციას. ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ უარყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  დავით ჭიჭინაძის ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ ის შეცდომაში იყო შეყვანილი და კანონპროექტის რეალური ინიციატორი არ ყოფილა.

"გაუგებრობას იწვევს ის თემა, რომ მე თავიდან მართლაც ვიყავი ამ კანონპროექტის ინიციატორი, თუმცა ამის შემდეგ გაიმართა ძალიან ბევრი კონსულტაცია არასამთავრობო სექტორთან, ტელევიზიებთან და ადამიანს იმიტომ აქვს თავისუფალი ნება თავის პოზიციასთან მიმართებაში, რომ მისი ცვლილება სულაც არ ითვლება უპრინციპობად. მე ჩამოვყალიბდი ბოლოს ისე, როგორც ჩამოვყალიბდი.

მაშინ, როდესაც ვუსმენდი საზოგადოებრივ მაუწყებელს, ნამდვილად მეგონა, რომ ეს სიმართლე აბსოლუტურად უალტერნატივო იყო. არავინ არ არის ვალდებული, მყისიერად იცოდეს ყველა დეტალი და ნიუანსი. ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩემთვის ხელმისაწვდომი და თავიდან გასააზრებელი გახდა სწორედ იმ კონსულტაციების შემდეგ, რომელიც საკანონმდებლო პროცესის აუცილებელი ნაწილია. ყველა ადამიანის პოზიციას პატივს ვცემ, - ჩემი კოლეგებისას, სხვათა შორის ზოგიერთი მათგანისგან განსხვავებით - ხანდახან ისეთ კომენტარებს აკეთებენ, რომ თითქოს ჩვენი პოზიცია არ არსებობდეს. მე არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, რაიმე უპატივცემულობა გამომეხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსხვავებულ პოზოციაზეა. დღესაც ვადასტურებ პატივისცემას მათი ხედვის მიმართ და ვფიქრობ, ისინიც მომავალში ასეთი პოზიციით მიუდგებიან ამ თემას", - განაცხადა კაკულიამ.