Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პარტიების შემოწირულობებზე ინფორმაციის შეგროვება, ალბათ, აუდიტის ფუნქცია არ უნდა იყოს"

59c4f1a518e06
სალომე მეცხვარიშვილი
22.09.17 15:15
1011
ახალ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს არასწორად მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიებსა და მათ შემომწირველებზე ინფორმაციას აუდიტის სამსახური აგროვებს და ამუშავებს, თუმცა, ამ მიმართულებით ცვლილებებს ის არ ჩქარობს.

"კლასიკურ მოდელში, ალბათ, ეს ფუნქცია არ უნდა იყოს აუდიტის სამსახურში, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაიმე ცვლილებებს განვახორციელებთ",- აცხადებს მექვაბიშვილი.

გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენისას ირაკლი მექვაბიშვილმა საკუთარი ხედვის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი საქმიანობა იქნება დაფუძნებული 4 ძირითად ღირებულებაზე, ეს არის: პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა. გაძლიერდება აუდიტის სამსახურის ტექნოლოგიური ბაზა. ჩვენი საქმიანობის აქცენტი მინდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო. თუმცა, თუ რაიმე გადახვევა იქნება კანონთან, ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი მუშაობა დონორ და პარტნიორ ქვეყნებთან რამდენადაც შესაძლებელი იქნება გაძლიერდება. განსაკუთრებულად აქცენტს გავაკეთებთ ეფექტიანობის ამაღლებაზე, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ როგორ ნაწილდება გადასახადების გადამხდელებისგან მოზიდული თანხები", - განაცხადა მექვაბიშვილმა.