ინფრასტრუქტურის მინისტრი გზებზე ე.წ ორმოების პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას აანონსებს. როგორც ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რამდენიმე დღეში ქვეყანაში სპეციალური შემადგენლობის ნარევის შემოტანა იგეგმება, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იქნება გამოყენებული. მინისტრის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები ამ მიზნით, ისრაელსა და ერევანში იმყოფებოდნენ, საიდანაც რამდენიმე დღეში სპეციალური სამშენებლო მასალა შემოვა.
"მე ვფიქრობ, ორმოების საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ არამარტო თბილისში, არამედ საქართველოში, თუმცა ამას შემოწმება სჭირდება. გაცილებით ადვილად და წარმოუდგენლად სწრაფად შეივსება ყველა ორმო", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.