Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტზე სამშენებლო ნებართვა 2016 წელს გაიცემა

56767a53d8787
BM.GE
20.12.15 13:37
1127
„ნამახვან ჰესების კასკადის“ პროექტზე ინტერესთა გამოხვატა უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პროექტი უნდა განხორციელდეს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. პროექტი შედგება „ნამახვანი“ და „ტვიში“ ჰესებისაგან. პროექტის დადგმული სიმძლავრე 433მვტ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაა 730 მლნ.აშშ დოლარი.
 
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის საბაზისო დიზაინი მოამზადა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ - „სტუდიო პიეტრანჯელიმ“. პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული გზის ალტერნატიული, შემოვლითი გზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში. „გავლენის არეალში მოხვედრილ მოსახლეობას დაუკანონდა ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, აშენდა პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი - ხიდი მდ. რიონზე სოფელ ჟონეთთან. ამჟამად, მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები და 2016 წლის დასაწყისში დაგეგმილია სამშენებლო ნებართვის აღება. უახლოეს დღეებში გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე პროექტის ინვესტორის შესარჩევად. ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის უმცირესი ტარიფი“, - განმარტავენ სამინისტროში.