Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

56b0c18218a91
BM.GE
02.02.16 18:35
1160
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის - ტვიში ჰესის (100 მვტ) და ნამახვანი ჰესის (333 მვტ) მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
 
მშენებლობის ნებართვის გაცემას წინ უძღვოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები, რომლის შესაბამისად, 2015 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მეორე ეტაპზე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართული იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

საქართველოს გარემოსა და ბუნებივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემას წინ უძღვოდა კომპანიის მიერ ორგანიზებული საჯარო განხილვის პროცედურა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა წარმოედგინა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.