Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მუნიციპალურ და ცენტრალურ ადმინისტრაციებს შორის, სათანადო კოორდინაცია არ არის"

5704d993157cc
BM.GE
06.04.16 13:38
996
რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სპეციალური სააგენტო შეიქმნება.  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, დღეს მუნიციპალურ, ცენტრალურ და სამხარეო ადმინისტრაციებს შორის კოორდინაციის პრობლემაა, ახალი სააგენტო კი ამ კოორდინაციის გაუმჯობესებას მოახდენს.
 
"ეს სააგენტო არის ერთ-ერთი კომპონენტი, იმ რეფორმისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. რეგიონული განვითარებიდან თითქმის ამოვარდნილია ის შუალედური რგოლი, რასაც ჩვენ ვეძახით სამხარეო ადმინისტრაციებს. ამავე დროს არ არის სათანადო კოორდინაცია მუნიციპალურ, ცენტრალურ და სამხარეო ადმინისტრაციებს შორის. ეს იქნება საშულება რომ მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისფლებას შორის მეტი კოორდინირება მოხდეს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე "ბიზნესკონტაქტის“ ეთერში. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე შედარებით მცირე სტრუქტურები შეიქმნება, რომლისთვისაც პირველ წელს დაფინანსება 1-2 მილიონს შეადგენს. „სამომავოდ დაფინანსება დამოკიდებული იქნება რესურსების მოზიდვზე, სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ევროკავშირიდან", - განაცხადა თენგის შერგელაშვილმა.

"ქვეყანა ცდილობს, ევროკავშირიდან მაქსიმალურად მეტი რესურსი მოიზიდოს რეგიონული განვითარებისთვის. ამას სჭირდება ცენტრალურ დონეზე რეგიონული განვითარების ფონდის განვითარება, რაც ჩვენ არსებითად განვავითარეთ. 4 წლის წინ, აბსოლუტურად შავი ფული იყო რეგიონში გასავითარებელი ფონდი. ეს იქნება საინვესტიციო და განვითარების პოლიტიკაზე ფოკუსირების შესაძლებლობა რეგიონებზე, ინვესტორისთვის კი დამატებით ხელშემწყობი გარემო.

რეგიონულ დონეზე სრულიად მოშიშვლებული ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტები გვაქვს. გვაქვს მხოლოდ ცენტრალური დონე და ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული მუნიციპალიტეტები.

განვითარების სააგენტო პირველ ეტაპზე იქნება ინტელექტუალური სამუშაოს ცენტრი და არა ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნის ცენტრი. ფიზიკური ინფრასტრუქტურისთვის კი ჩვენ გაგვაჩნია მუნიციპალიტეტები, ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამისი ინსტიტუციები.

ის რეზულტატი, რასაც ჩვენ მივიღებთ საშუალოვადიან პერიოდში, მოსატანიც კი არ არის იმ სახსრებთან, რაც შესაძლოა პირველ ეტაპზე დაიხარჯოს", - განაცხადა მინსტრის მოადგილემ.