Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითვალისწინებს"

56ce9fbc2287e
BM.GE
25.02.16 10:30
976
"მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითვალისწინებს", - აღნიშნულის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული შეღავათი შეეხებათ მაღაროელებს.
 
"მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც 1 იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები და ეს უპირველესად შეეხებათ მეშახტეებს, შეუნარჩუნდებათ ეს შეღავათები და ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება.

ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაცია პარლამენტთან და უახლოეს პერიოდში იქნება ეს კანონპროექტი ინიცირებული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.