27.Jan.2016 17:29
Economy

"მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციას"

"მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციას"
საქართველოს მთავრობა, რეგიონებში ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ხილვადობის გაზრდის მიმართულებით სტრატეგიულ კომუნიკაციას აძლიერებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, დაიგეგმება მნიშვნელოვანი კამპანია ყველა მიმართულებით, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმ დახმარების პროგრამების შესახებ, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირისგან ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სხვადასხვა სახის twinning-ის პროგრამების მეშვეობით.

„საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, როგორ ხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია იმ მიმართულებით, რომ საქართველოში ცხოვრება იყოს უკეთესი, რათა ნებისმიერი ადამიანისთვის გაფართოვდეს შესაძლებლობათა სპექტრი, რომ მიიღოს უკეთესი განათლება, კომპანიებმა განახორციელონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე და ა.შ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია ასოცირების შეთანხმების განხორციელების წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს.



14.Dec.2018 19:33
23

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
14

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
19

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
47

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More
13.Dec.2018 18:59
46

Foreign Direct Investments Reduced by 48% in Third Quarter of 2018

More
13.Dec.2018 18:58
31

“Justice System Reforms Need to be More Expeditious - We Will Probably use Foreign Judges”

More