Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება"

56b76ec9e1fea
BM.GE
07.02.16 20:15
1074
"კავკასუს ონლაინი" საცალო სეგმენტის გასხვისების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება.
 
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კავკასუს ონლაინს აქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის ვიმპელკომთან და მაგთიკომთან საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე.

მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება. პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას მოითხოვს კომისიის დებულებები: კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომიისიის წინასწარი თანხმობა.

კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის შესაძლო გასხვისებაზე განცხადება ირაკლი ალასანიამ გააკეთა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მაგისტრალები შესაძლოა რუსეთის ხელშე აღმოჩნდეს.