Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მინიმალური საწესდებო კაპიტალის გაზრდილ მოთხოვნას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 20% დააკმაყოფილებს"

592549351cef0
ელენე გოგბერაშვილი
24.05.17 12:48
1912
კერძო სექტორი ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილებას არ უწონებს. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს ეროვნული ბანკი ამზადებს. მიკროსაფინანსო და სხვა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებისთვის დღეს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზღვარი 250 ათასი ლარია, კანონპროექტის მიხედვით კი ეს ზღვარი მომავალი წლიდან ნახევარ მილიონ ლარამდე, 2019 წლიდან კი 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
კერძო სექტორი აცხადებს, რომ ბაზრის 80-ზე მეტი მოთამაშიდან ბევრი გაზრდილ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

"ფაქტია ეს გამოიწვევს არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების გამსხვილებას. 84 მიკროსაფონანსო ორგანზაციიდან,რომელიც არის რეგისტრირენული, ალბათ მისი 20% თუ დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. სტიმული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გახსნისა რეალურად უფრო ნაკლები იქნება. ზოგადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში არიან გარეული საზოგადოების წარმოდგენით ონლაინ სესხების გამცემ ორგანიზაციებში, ზოგი მევახშეებს ეძახის. ზოგადად დისკრედიტირებლია სახელი. ალბათ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამაზე ექნება უდიდესი სამუშაო, რომ ზოგადად სტატუსი საზოგადოების თვალში აწიოს. კაპიტალის გაზრდა საბოლოო ჯამში ისედაც დისკრედიტირებულ მიკროსაფინანსოების ბაზარს კიდევ უფრო მეტად დააშორებს ინვესტორს ამ ბაზარში ფული ჩადოს", - განუცხადა "მწვანე კაპიტალის" წარმომადგენელმა, გივი კორინთელმა "საქმის კურსს".

საფინანსო ორგანიზაციების ნაწილს შენიშვნები აქვს სესხის მაქსიმალური ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებითაც.

"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პროექტით კაპიტალის ოდენობა იზრდება, მეორე კუთხით ისინი ზრდიან მაქსიმალური სესხის ოდენობას 41 ათასიდან 100 ათას ლარამდე. აქ არის დიდი პრობლემა. თუ ვაოთხმაგებთ კაპიტალის მოთხოვნას, რატომ ვაორმაგებთ სესხის ოდენობას?! სად უნდა დააბანდოს კომპანიამ ეს ფულადი სახსრები?!", - აცხადებს "პირადი ბანკირი", ირაკლი ბერძენაძე.

კერძო სექტორის ცალკეული წარმომადგენლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელს. ბესიკ შენგელიას მიაჩნია, რომ გაზრდილი საწესდებო კაპიტალის მოითხოვნის დაკმაყოფილება კერძო სექტორს არ გაუჭირდება.