Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მერიის 2-მა თანამშრომელმა ოჯახის წევრების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება"

5a83d5d363c3f
მეგი კავთუაშვილი
14.02.18 10:20
761
თბილისის მერმა არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა. მოკვლევა მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა და დარღვევები გამოავლინა.

"კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურების 2 თანამშომელმა ოჯახის წევრების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებით საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს.

მსგავსი ფაქტები ცუდად აისახება მერიის იმიჯზე და მუშაობის ხარისხზე, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც ასე ვერ იმუშავებს, გათავისუფლდება სამსახურიდან. ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმიტომ რომ ვემსახუროთ ამ ქალაქს. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთ დიდი ოჯახი, რომელიც მსახური იქნება ამ ქალაქის თბილისში მცხოვრები ადამიანების" - განაცხადა კახი კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე.