Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მარკირების ეფექტი" ანუ რა დარღვევები აღმოაჩინა შემოსავლების სამსახურმა

5875ec8891f13
თელარა გელანტია
11.01.17 12:24
951
შემოსავლების სამსახურსა და SICPA Security Solutions SA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წლის 1 იანვრამდე ისევ სახელმწიფო დაფარავს.

სავარაუდოდ, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წელს პრემიერ-მინისტრის დავალებით უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით მიიღო.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, „2016 წლის განმავლობაში მარკირებას დაქვემდებარებულ არაალკოჰოლურ საქონელზე 1 068 დათვალიერების პროცედურა ჩატარდა, რა დროსაც 35 სამართალდარღვევის ოქმი (სსკ-ის 288 მუხლის, 3 ნაწილი) შედგა.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის პირველ 6 თვეში რეალიზაცია 24,482,631.6 ლარით მეტია 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

"შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების/იმპორტიორებისაგან მათ მიერ რეალიზებული საქონლის შესახებ ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი - შედეგად, სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი: 2016 წლის პირველ 6 თვეში რეალიზაცია 24,482,631.6 ლარით მეტია, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ჩვენ მიერ ასევე მოხდა ელქტრონულ სასაქონლო ზედნადებებზე დაყრდნობით მონაცემების შედარება - ანალიზისათვის აღებულია 2016 წლის მონაცემები, რომლის შედარებაც მოხდა 2015 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებთან. არსებული მონაცემებით დგინდება საქონლის ღირებულების მიხედვით 14,7%-იანი ზრდა, ხოლო საქონლის რაოდენობის მიხედვით 23,5%-იანი ზრდა", - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.