Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მაისს უნდა დაველოდოთ, სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელება ჩვენი ამოცანაა"

57078659f0c9b
თელარა გელანტია
08.04.16 14:17
958
საქართველოს ფინანთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, - ასე უპასუხა ნოდარ ხადურმა "ბიზნესკონტაქტის" კითხვას - მოეწერება თუ არა ხელი სავალუტო ფონდთან მემორანდუმს მაისში.
 
"მისია ჩამოვა მაისში. ახლა მიმდინარეობს ელექტრონული კომუნიკაცია იმეილების დონეზე. მომავალ კვირაში მე და სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს ვაშინგტონში ფონდის ხელმძღვანელობასთან გვექნება შეხვედრები. შევხვდებით დირექტორ განმკარგულებლის მოადგილეს. შევხვდებით აღმასრულებელ დირექტორს სავალუტო ფონდში. ასევე იქნება შეხვედრები მსოფლიო ბანკში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწევთ. მაისს უნდა დაველოდოთ. თავისთავად, ჩვენი ამოცანაა ის, რომ პროგრამა გაგრძელდეს", - აღნიშნა ხადურმა.

მისივე თქმით, ფონდიც დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება, იმ ძალიან ტურბუნენტულ გარემოში, რომელშიც მთავრობას უწევს მუშაობა და შენარჩუნდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

ფინანსთა მინისტრმა იმ ძირითად შეუთანხმებელ საკითხებს შორის, რაზეც ფონდთან მემორანდუმის ხელმოწერაა დამოკიდებული, ინსტიტუციონალური და მაკროეკონომიკური საკითხები დაასახელა და დასძინა, რომ მთავრობამ სავალუტო ფონდის ძალიან ბევრი რეკომენდაცია თავიდანვე გაითვალისწინა.

ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედების ვადებზე სავალუტო ფონდს კითხვები არ ჰქონდა.