Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ლითიუმ-იონის ელემენტების თვითმფრივანით გადატანის აკრძალვა რეგისტირებულ ბარგს არ შეეხება"

56cc608a8e01c
BM.GE
23.02.16 17:36
1042
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლითიუმ-იონის ელემენტებთან დაკავშირებით მიღებულ ახალ წესებზე განმარტებას აკეთებს.
 
2016 წლის 22 თებერვალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) მიიღო გადაწყვეტილება სამგზავრო საჰაერო ხომალდით მხოლოდ ტვირთის სახით ლითიუმ-იონის ელემენტების გადაზიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

"აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ ცდებზე დაყრდნობით, რომლის დროსაც გამოიკვეთა ამგვარი ელემენტების მოჭარბებული საფრთხის შემცველობა, უმეტესად მოკლე ჩართვასთან მიმართებაში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ეკიპაჟისა და მგზავრის მიერ გადასატან რეგისტრირებულ ბარგსა და ხელბარგზე;

როდესაც ლითიუმ-იონის ელემენტი ინტეგრირებულია მოწყობილობაში;

ლითიუმ-იონის ელემენტის სატვირთო საჰაერო ხომალდით გადაზიდვისას;

ICAO-ს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2016 წლის 1 აპრილიდან, მისი ყველა წევრი-სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ფრენების უსაფრთხოებისათვის მომეტებული რისკის გამო, ავიკომპანიებმა შესაძლოა დააწესონ დამატებითი შეზღუდვები კუთვნილი საჰაერო ხომალდებით ლითიუმ-იონის ელემენტების გადატანასთან დაკავშირებით, ამიტომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოგიწოდებთ, კონკრეტული ფრენის განხორცილებამდე, ყოველთვის დააზუსტოთ თქვენი ავიაგადამყვანის მიერ დადგენილი მოთხოვნები აღნიშნულთან დაკავშირებით", - განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.