Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კრიპტოვალუტის რეგულირება გარდაუვალია"

5a82b4219999a
BM.GE
13.02.18 13:46
970
"კრიპტოვალუტების ოპერაციების რეგულირება მსოფლიო დონეზე გარდაუვალია, მომავალში ყველა კრიპტოვალუტა საერთაშორისო რეგლამენტს დაექვემდებარება", - აღნიშნულის შესახებ CNN- თან ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ეს არის ის სფერო, სადაც საერთაშორისო რეგულირება და სათანადო კონტროლი აუცილებელია. ფინანსური კრიზისის შემდეგ, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩვენ ორგანიზაციების რეგულირება განვახორციელეთ და ახლა უკვე ოპერაციების მიმართულებით რეგულირების დრო მოვიდა", - განაცხადა ლაგარდმა.

მისივე თქმით, კრიპტოვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს "ბნელი მხარეებიც" აქვთ და დასძენს, რომ ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას კრიმინალური საქმიანობისთვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრებისთვის.