Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირება ბუნებრივი პროცესია"

5a93f35687959
BM.GE
26.02.18 15:43
1389
"ვფიქრობ, რომ საკმაოდ მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა - მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, დაიწყებენ ციფრული ვალუტების რეგულირებას", - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმერმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კომპანიებს და კერძო პირებს მოუწევთ ინფორმაციის გასაჯაროვება კონკრეტულ ტრანზაქციებზე. კერძოდ, თუ რა მიზეზით ხორციელდება ის, ან ვინ არიან მონაწილე მხარეები.

"კრიპტოვალუტების კურსი არის საკმაოდ მერყევი. დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი ახდენს კრიპტოვალუტებში ინვესტირებას. მთავარი მიზანი კი არ არის მათი გამოყენება, არამედ ფასის ზრდით მიღებული სარგებელი, - რომელიც ადრე შესაძლოა უფრო დაბალი იყო ვიდრე დღეს. თუკი ის მიიღებს დიდ მასშტაბებს რეალური ეკონომიკისთვის, შესაძოა საფრთხის მომტანი იყოს, რადგან საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარს. განსაკუთრებით ბიტკოინის შემთხვევაში.

მოსალოდნელია რომ საერთაშორისოდ მოხდება კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირება, ისე როგორც ხდება არასაფინანსო ბაზრის რეგულირება. ამ კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკიც მიყვება წესებს. ამჯერად ეროვული ბანკი არასაბანკო ფინანსური სექტორის რეგულირების ეტაპზეა. გასულ კვირას შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა რომ იწყებს მონეტების პირველადი განთავსების რეგულირებას, ისევე როგორს აქციების პირველადი შეთავაზების რეგულირება მოხდა თავის დროზე. სასიამოვნაოა ყველა ამ განვთარების ნახვა", - ამბობს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი და აღნიშნავს, რომ პროცესი ჯანსაღი და სასარგებლოა. მისივე თქმით, შედეგად გაიზრდება კონკურენცია ბანკებისთვისაც, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის დადებით შედეგს მოიტანს.