Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" გურჯაანის რაიონში სასტუმროს ასაშენებლად 2 მილიონის ინვესტიციას ჩადებს

58f739670767c
სალომე მეცხვარიშვილი
19.04.17 16:06
1975
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" სასტუმროს გურჯაანის რაიონში ააშენებს. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ფაფრისხევში 35-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონი ლარია.

ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და დაახლოებით 10-12 თვეში მისი გახსნის ცერემონიაც გაიმართება.
ბიზნესმენი ამბობს, რომ სასტუმრო უნიკალური იქნება, რადგანაც გაშენებული იქნება სრულად ვენახების ლანდშაფტზე და ექნება ხედი კავკასიონზე. დასასვენებლი სახლი 4 სეზონზე იქნება გათვლილი.

ზურაბ ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტორების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს, რადგან კომპანიას შეეძლება მისი ობიექტების მონახულების შემდეგ სტუმრები უკვე სასტუმროში მიიღოს.

"კახური ტრადიციული მეღვინეობის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ადგილზე წარმოდგენილი იქნებიან გიდები, წარმოდგენილი იქნება ტურ-ოპერატორი, რომელიც სასტუმროს ვიზიტორებს სხვა მიმართულებებსაც შესთავაზებს.