Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კასტელი" მარკირების განმახორციელებელ შვეიცარულ კომპანია SICPA-ს სასამართლოში ედავება

56c1f6214545a
ელენე გოგბერაშვილი
15.02.16 19:56
1368
კომპანია "კასტელი" მარკირების განმახორციელებელ შვეიცარულ კომპანია "SICPA"-ს სასამართლოში ედავება. როგორც "კასტელ საქართველოს" გენერალური დირექტორი ლევან ზაუტაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, მისთვის დღემდე გაუგებარია რატომ უხდის სახელმწიფო მარკირების მომსახურების საფასურს შვეიცარულ კომპანიას. მისი თქმით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, თუმცა დღეს არსებული საგადასახადო სტრუქტურა იმდენად დახვეწილია, თვლიან, რომ დამატებითი რგოლის შექმნა აუცილებელი არ იყო.
 
როგორც ზაუტაშვილი ამბობს, მათი ასეთი პრინციპული დამოკიდებულება იყო მიზეზი, რის გამოც კასტელი "სიქპამ" დააჯარიმა.

"ჩვენ ვიყავით ერთადერთი კომპანია, რომელიც იმის გამო, რომ პრინციპულ დაპირისპირებაში შევედით, საჯარიმო სანქციებიც კი გვერგო წილად. არ გავაკეთეთ მარკირება და მათ ჩვენი მანქანები, რომელიც არამარკირებული უალკოჰოლო სასმელებით იყო დატვირთული, გააჩერეს და ჯარიმა დაგვაკისრეს, რაც სასამართლოში გავასაჩივრეთ. პროცესი საჩვენოდ მიდის", - აცხადებს ლევან ზაუტაშვილი.