Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"კასპის სასურსათო ქარხანას" ნატურალური წვენების საამქროსა და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა შეჩერებული აქვს

58f9d7968537f
სალომე მეცხვარიშვილი
23.04.17 15:25
1276
"კასპის სასურსათო ქარხანას" ნატურალური წვენების საამქროსა და სამაცივრე მეურნეობის პროექტი ფინანსების არარსებობის გამო შეჩერებული აქვს. ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ მერაბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დაფინანსების მოპოვებას სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით შეეცდებიან.

"ახლახანს წარადგინა გიორგი კვირიკაშვილმა "აწარმოე საქართველოში" განახლებული პროექტი, სწორედ ამას ველოდებოდით. უახლოეს მომავალში მივმართავთ სახელმწიფო პროგრამას, რომ დაფინანსება მოვიპოვოთ",- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

კასპის სასურსათო ქარხნის ხელმძღვანელმა "საქმის კურსს" გასული წლის ბოლოს განუცხადა, რომ 2017 წელს ნატურალური წვენების საამქროსა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას აპირებს. თამაზ მერებაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ მხოლოდ ნატურალური წვენების საამქროსთვის მილიონი ლარი სჭირდება.