30.Dec.2015 15:19
Business

"ჯორჯიან პროდაქტის" წარმოებული ცხოველთა ავეჯი ევროპაში იყიდება

"ჯორჯიან პროდაქტის" წარმოებული ცხოველთა ავეჯი ევროპაში იყიდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმო დაათვალიერა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, კომპანია „ჯორჯიან პროდაქტ“-ის მიერ წარმოებული პროდუქცია მთლიანად ორიენტირებულია ევროკავშირის ბაზარზე დაქართული წარმოების აღმნიშვნელი წარწერით "Made in Georgia" გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
 
კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“, რომელიც ცხოველთა ავეჯს აწარმოებს, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 2500 000 აშშ დოლარს შეადგენს. შპს "ჯორჯიან პროდაქტ"-ს დღეისთვის საწარმოში 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საწარმო ამ ეტაპზე 25 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, თუმცა, მომავალში საწარმოო სიმძლავრის გაზრდა იგეგმება.

"ჯორჯიან პროდაქტს" პროდუქცია დასავლეთ ევროპაში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით შეაქვს. "ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან ქართული კომპანიების სასარგებლოდ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმადიმიტრი ქუმსიშვილმა.



04.Feb.2019 22:48
129

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
282

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
237

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
107

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
148

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 01:26
137

Logistics company Agility Group is considering cooperation opportunities with Georgia

More