Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ისთ ფოინთის" სავაჭრო ცენტრამდე შესაძლოა, რკინიგზა მივიდეს

596c5e6fb38ab
დავით ჯალაღონია
17.07.17 10:49
792
"ისთ ფოინთის" სავაჭრო ცენტრამდე შესაძლოა, რკინიგზა მივიდეს. ამის შესახებ "საქმის კურსს" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა. ბოლქვაძის ინფორმაციით, აღნიშნული იდეის ავტორები "ისთ ფოინთის" ხელმძღვანელობაა, თუმცა პროექტი ჯერ განხილვის სტადიაზეა.

"მათ უნდათ მეტროს ღია წესით განვითარება და ამისთვის გარკვეულ დანახარჯებსაც გაიღებენ. მაგალითად, სამგორიდან, ან ვარკეთილიდან რკინიგზა „ისთ-ფოინთში“ რომ გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ ეს ხაზი შემდეგ აეროპორტამდეც მივიდეს. შეიძლება, ეს ქალაქთან ერთად კოოპერირებით მოხდეს. ჩვენ ამ წინადადებას ქალაქის ხელმძღვანელობას მივაწვდით", - განაცხადა ბოლქვაძემ.

პროექტის განხორციელების ვადები უცნობია.