Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ირანული მხრიდან, საქართველოდან მტკნარი წყლის ექსპორტის კუთხით დაინტერესებაა"

56c5d6864c1ef
BM.GE
18.02.16 18:30
996
ირანული მხრიდან, საქართველოდან მტკნარი წყლის ექსპორტის კუთხით დაინტერესებაა. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა, ირანში ვიზიტის პერიოდში, საუბარი შეეხო ელექტროენერგიის სექტორსაც. როგორც ვალიშვილი განმარტავს, შესაძლოა ელექტროენერგიის სეზონური გაცვლის ფორმატმა იმუშავოს.
 
"ირანული მხრიდან, მტკნარი წყლის ექსპორტის კუთხით დაინტერესებაა, ისევე როგორც ჩვენი მხრიდან დაინტერესებაა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის იმპორტი მოხდეს იმ დეფიციტურ პერიოდებში, რომელიც საქართველოს აქვს. ამის მზაობა გამოთქმული იყო, მაგრამ ეს მოცულობით ფორმატში განხილული არ ყოფილა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, შესაძლოა სეზონური გაცვლის ფორმატმა იმუშაოს. ეს არის დაახლოებით 60-65 მეგავატი, რის საშუალებასაც სომხეთთან დამაკავშირებელი ხაზი იძლევა. ჩვენ ახალციხეში ავაშენეთ ქვესადგური, სომხეთიც პარალელურად ასევე ქვესადგურს აშენებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო დიდი სიმძლავრეებით განვახორციელოთ ვაჭრობა, ანუ სასაზღვრო გადადინებები გავზარდოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ორი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც პროექტს გერმანულ მხარესთან ერთად სომხური მხარე დაასრულებს. დღეს მხოლოდ 100 მეგავატამდე მოცულობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ", - განაცხადა ვალიშვილმა.