Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ირანს 4 წელში, ნავთობის მოპოვების 43%-ით გაზრდა შეუძლია"

56bc29eac8ded
BM.GE
11.02.16 10:25
1087
ირანში ნავთობის მოპოვება 2020 წლისთვის, შესაძლოა დღეში 5 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს, - განცხადება "როსნეფტის" ხელმძღვანელმა, იგორ სეჩინმა ლონდონში IP Week-ის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
 
"ირანს შეუძლია წიაღისეულის მოპოვება 2020 წლისათვის 43%-ით გაზარდოს, 4,5 მილიონ ბარელამდე. ირანისთვის ოპტიმისტური გათვლებით, კი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში და რამდენიმე პროექტის რეალიზაციისას მოპოვებული ნავთობის სიმძლავრე 4 წელში 5 მილიონ ბარელამდეც ავა, 2025 წლისთვის კი ეს რიცხვი დღე ღამეში შესაძლოა 6 მილიონი ბარელიც იყოს", - განაცხადა სეჩინმა.