27.Jan.2016 18:37
Economy

"ინვენტარიზაციის ფარგლებში აღმოჩენილი ქონება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით არ გასხვისდება"

"ინვენტარიზაციის ფარგლებში აღმოჩენილი ქონება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით არ გასხვისდება"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი, რომლის შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით თბილისში აღმოჩენილია 700 ჰექტრამდე, ხოლო რეგიონებში 255 ჰა როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის განცხადებით, ეს პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საჯაროდ, ხდება ადგილზე ინფორმაციის დეტალური შესწავლა და დამუშავება. „ჩვენი მობილური ჯგუფი გადის ადგილზე, დეტალურად სწავლობს არსებულ ვითარებას, ამუშავებს საჯარო რეესტრში აღრიცხულ ინფორმაციას და ამ ყველაფრის ინფორმირება ხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ქონებას შეიძლება ჰყავდეს ფაქტობრივი მოსარგებლე ან მფლობელი, ხდება ინვენტარიზაციის პროექტში შესაბამისი აბრების გაკვრა, სადაც მითითებულია, რომ მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესში რეგისტრაცია“, - აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
 
ეკატერინე სისაურის განმარტებით, პროექტის პარალელურ რეჟიმში ინვენტარიზაციის მონაცემების რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო რეესტრში შემდეგი ქრონოლოგიით: იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში არ იქნება დაცული ან საარქივო, ან რეესტრში აღრიცხული მონაცემი, სახელმწიფო დაარეგისტრირებს ინვენტარიზებულ, უძრავ ქონებას სახელმწიფოს საკუთრებად, მხოლოდ შესაბამისი შეზღუდვით. „ამ შეზღუდვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე განხორციელდა მთავრობის მხრიდან და გულისხმობს შემდეგს: ინვენტარიზაციის ფარგლებში აღმოჩენილი ქონება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით არ გასხვისდება. ამ ვადაში ქონების ყველა პოტენციურ მფლობელს შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და დაირეგისტრიროს თავისი უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ არ მოხდა ასეთი ტიპის იდენტიფიცირება, სახელმწიფო ავტომატურად არ ახდენს ასეთი ქონების განკარგვას და გარკვეულ დროს აიღებს კიდევ იმისთვის, სანამ საბოლოოდ არ გამოირიცხება ეს რისკები“ - აღნიშნა სისაურმა.

მისივე განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მარტვილის რაიონში, ინვენტარიზაციის ფარგლებში უკვე დარეგისტრირდა ჰექტრობით მიწა და მოხდა მისი განკარგვა-მიტაცება სახელმწიფოს მხრიდან. „ეს არ შეესაბამება რეალობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მარტვილის რაიონში, მიმდინარეობს ქონების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია, თუმცა, თუ ავიღებთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2009-2010 წლებში, ინვენტარიზაციის პროექტის დაწყებამდე, უკვე რეგისტრირებული იყო აღნიშნულ რაიონში კონკრეტული მიწის ნაკვეთები“ - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

როგორც სისაურმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს წარსულში დაშვებული ხარვეზების გასწორებაზე. უწყების ცნობით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს უწყებათშორისი კომისია, რომელიც აქტიურად განიხილავს სახელმწიფოსთან მიწის ნაკვეთების გადაფარვის საკითხს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიას რამდენიმე ასეული შემთხვევა აქვს უკვე განხილული და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც უკვე ძალიან ბევრმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა საკუთრებაში დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთები.



17.Dec.2018 13:43
48

2019 Budget Approved by Parliament

More
17.Dec.2018 13:42
48

IMF Representative: New Regulations Mean Less Credit Growth

More
14.Dec.2018 19:33
86

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
68

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
73

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
66

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More