Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"იფქლმა" პურის ქართული მეთოდით, ხაშზე წარმოება დაიწყო

56f92a4c4b149
BM.GE
28.03.16 16:56
1377
კომპანია „იფქლი“ 2016 წლის დასაწყისიდან პურს უძველესი ქართული მეთოდით ხაშზე, ანუ სპეციალურად დამჟავებულ ცომზე აწარმოებს.
 
როგორც კომპანიაში განმარტავენ, პურის ცხობის ეს მეთოდი, რომელიც დღეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გამოიყენება, 90-იან წლებამდე საქართველოშიც არსებობდა. შემდგომ იგი მასობრივი წარმოებისათვის პურის მომზადების უფრო დაჩქარებულმა და ნაკლებად ჯანსაღმა ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა.

"ჩვენი მიზანი იყო დაგვეძლია წინაღობები და ხალხისთვის სრულყოფილი პური შეგვეთავაზებინა. ყველას სასიხარულოდ, წელს უახლესი ევროპული დანადგარები დავამონტაჟეთ საწარმოში. ისინი ცხობის პროცესებს ავტომატურად აკონტროლებენ", - განაცხადა "იფქლის" გენერალურმა დირექტორმა, შაქრო ბაკურაძემ.

"იფქლი" დღეს ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მასიურ წაროებაში პურს სრულყოფილი და ჯანსაღი მეთოდით, ხაშზე აცხობს.

"მინდოდა გამომეცხო ნამდვილი პური, რომელსაც თითქმის ყველა ნატრობს საქართველოში. დაჩქარებული წესით დამზადებული პურისაგან განსხვავებით ასეთი, ხაშზე დამზადებული პური უფრო ჯანსაღია. აღსანიშნავია ასევე მისი განსაკუთრებული გემო, არომატი, ვარგისიანობა და სტრუქტურა. ამიტომაც იყო, რომ კომპანია „იფქლში“ საქართველოში პურის ხაშზე ცხობის მასიურად დანერგვას დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდე", - აცხადებს კომპანიის მთავარი ტექნოლოგი, გელა კოდალაშვილი, რომელმაც განათლება პურის წარმოებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.

"იფქლის“ ხაშზე დამზადებული პურეული მაღაზიებში უკვე იყიდება.