Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჰერბია": აუცილებელია, მეწარმემ ბანკში პარტნიორი დაინახოს და არა უცხო პირი

591edf37bada0
სალომე მეცხვარიშვილი
19.05.17 17:50
756
აუცილებელია, მეწარმემ ბანკში პარტნიორი დაინახოს და არა უცხო პირი,- ამის შესახებ მწვანილის მწარმოებელი კომპანია "ჰერბიას" ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე "საქმის კურსთან" აცხადებს.

მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებასთან და პროდუქციის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ბიზნესმენი ამბობს, რომ არსებობს საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლებიც აგრარულ სექტორს ახალისებს, როგორიცაა იაფი აგროკრედიტი, "აწარმოე საქართველოში" და ა.შ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ და დონორმა ორგანიზაციებმა, ასევე ბანკებმა მუშაობა უნდა გააქტიურონ.

"საკმაოდ საინტერესო პროექტებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მათ შორის, იაფი აგროკრედიტის ფარგლებში, არის ასევე სხვა პროექტები, როგორიცაა "აწარმოე საქართველოში" და სხვა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, თუმცა, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის ცოტა მოქნილი დამოკიდებულება ამ მიმართულებებით, რათა მეწამრემ ბანკში არ დაინახოს უცხო და დაინახოს კომპანიონი. საბანკო კრედიტის ხელმისაწვდომობაზე საუბრისას, უზრუნვეყოფის თემაა მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ამ მიმართულებით მონაწილეობს, თუმცა, ბანკების მხრიდან ცოტა ლიბერალური მიდგომებია საჭირო. არადა საქართველოში, ვფიქრობ, თუ რამის განვითარებაა შესაძლებელი მოკლე პერიოდში, ეს სოფლის მეურნეობის განვითარებაა",- აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

მისივე თქმით, საჭიროა სახელმწიფომ და დონორმა ორგანიზაციებმა გაბედული ნაბიჯები გადადგან.

"პირველად წაროებაში პროდუქციის სერთიფიცირებისთვის საკმაოდ დიდი თანხებია საჭრო ფერმერსიგან, რომ დაინერგოს ესა თუ ის სტანდარტი. ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს, თუნდაც ლოჯისტიკის ცენტრები, რაც დღეს კონკრეტული ფერმერისთვის ხელმიუწვდომელია. უნდა მოეწყოს ცენტრი, სადაც თავი მოეწყრება საექსპორტო პროდუქციას და მყიდველიც დაცული იქნება",- აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.