Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გალერია თბილისში" 100-მდე საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი

56d140824ec91
BM.GE
27.02.16 10:16
1092
"გალერია თბილისში" 80-დან 100-მდე საერთაშორისო ბრენდი განთავსდება. როგორც თანაინვესტირების ფონდში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, მათი ნაწილი ქართულ ბაზარზე უკვე შემოსულია, ნაწილს კი ქართველი მომხმარებელი პირვლად იხილავს. წინასწარი გათვლებით, "გალერია თბილისში“ წარმოდგენილი რითეილერების 30% საქართველოს ბაზარზე პირველად შემოვა.
 
"გალერია თბილისის“ ჯამური სავაჭრო ფართი 22, 000 მ²-ს შეადგენს. სივრცეში ინტეგრირებული იქნება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ნაზავი. საკვები ზონა მოეწყობა სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე, - ვერანდა.

"გალერია თბილისის“ პროექტის ფარგლებში წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ ეტაპზე, პროექტი უკვე შევიდა აქტიური სამშენებლო სამუშაოების ფაზაში. "გალერია თბილისი" 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.