Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გადაწყვეტილებების მიღებისას მის ხანგრძლივობაზე, გამჭირვალობასა და ჩართულობაზე კონტროლი დაწესდება"

569caee30467b
BM.GE
18.01.16 13:03
1049
მთავრობის გადაწყვეტილებების მიღებს პროცესში მის ხანგრძლივობაზე, გამჭირვალობასა და ჩართულობაზე კონტროლი დაწესდება, - აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ბიზნესთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდებისა და ბიზნესის ჩართულობა უზრუნველყოს.
 
"რეფორმების მეორე ბლოკი არის ჩართულობის რეფორმა, გამჭირვალობის და ჩართულობის რეფორმა და მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. მაქსიმალური აქცენტი იქნება გაკეთებული ახალგაზრდებზე და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებზე მთავრობის მუშაობის პროცესში. ეს იქნება ლოკომოტივი მთავრობის მუშაობის პროცესში ჩართულობის. ყველა ადამიანს უნდა გავუჩინოთ შეგრძნება, რომ ის არის მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილე. ეს ასევე ითვალისწინებს ერთიანი "ფრონტოფისის" შექმნას, მთელი მთავრობისთვის.

გვეყოლება სპეციალური დანაყოფი, რომელიც ამ მიმართულებების მონიტორინგს გააკეთებს. მთავრობის ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი და პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები. ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, იქნება სპეციალური კონტროლი მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივობის, გამჭირვალეობის და ჩართულობის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.