Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს"

567d37da2ffe9
BM.GE
25.12.15 16:31
1056
საქართველო კვლავ დაინტერესებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით, - აღნიშნულის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა რომ ტენდერი კვალიფიციური კანდიდატის არ არსებობის გამო ჩაიშალა. "ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებულია და მათთან პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ტენდერი ხელახლა არ გამოცხადებულა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომლის მიხედვით მოთხოვნილი იყო ინტერესის გამოხატვა ფოთში მინიმუმ ორი მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა-განვითარებაზე, რომელსაც არანაკლებ ევრო 5 სტანდარტის, ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების (რომელიც უფრო მაღალია) მსუბუქი და საშუალო დისტილატები, ასევე სხვა ნავთობპროდუქტები უნდა ეწარმოებინა. პროექტის დასრულება 2018 წლისთვის არის დაგეგმილი.