Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ფორმულა თუ რამდენი ბანკი უნდა იყოს საქართველოს ზომის ქვეყანაში არ არსებობს"

591e9b6080598
ნინო კვინტრაძე
19.05.17 11:40
868
"ფორმულა იმისი თუ რამდენი ბანკი უნდა იყოს საქართველოს ზომის ქვეყანაში არ არსებობს“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ. მისი თქმით, ბაზარზე იმდენი ბანკი უნდა იყოს, რამდენსაც თავად ბაზარი იტევს.

"ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ბანკები უნდა გამსხვილდნენ, ამას როგორ მოახერხებენ - კოოპერაციით, ახალი ინვესტორების შემოყვანით, თუ კაპიტალის სხვა გზით შევსებით, არ ვიცი მაგრამ, ბაზარს იმდენი ბანკი სჭირდება რამდენსაც თავად ბაზარი იატანს. ის რომ კონკურენციაა საბანკო სექტორში ცალსახაა. არანაირ ოლიგოპოლიაზე საუბარი არაა. არამხოლოდ ბანკებს შორის მიდის კონკურენცია არამედ საბანკო პროდუქტებშიც კი მაღალი კონკურენციაა, რომელიც შესაძლოა ცალსახად არ ჩანდეს მაგრამ ეს ესაა.

შესაძლოა შემცირდეს ბანკების რაოდენობა, შესაძლოა ახალი საბანკო დაწესებულება შემოვიდეს, შეიძლება ახალმა ინევსტორმა მოინდომოს ბანკის დაფუძნება, ეს ხელს არაფერს შეუშლის, - პირიქთ კონკურენციას შეუწყობს ხელს“, - ამბობს გვასალია.