Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თურქ ბიზნესმენთა ასოციაციასა" და კოლეჯ "სპექტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE
24.03.22 09:03
193
პროფესიული განათლების მქონე კადრების ნაკლებობა საქართველოში უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად ითვლება. ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნისა და შეთავაზებული კარგო ანაზღაურების მიუხედავად უცხოურ კომპანიებს კადრების მოძიება უჭირთ და არსებული დანაკლისის შევსება ძირითადად უცხოეთიდან ჩანოყვანილი პერსონალით უხდებათ. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად "თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ" განათლებისა და დასაქმების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი და პროფესიულ საგანმანათლებლო სკოლა "სპექტრთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გუშინ, 23 მარტს მოაწერა ხელი, რონლის თანახმადაც კოლეჯის კურსდამთავრებულები სტაჟირებას თურქულ საწარმოებში გაივლიან და შემდგომ დასაქმდებიან კიდეც.