Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ევროპელი ექსპერტები ჩვენს მეწარმეებს ასწავლიან, თუ როგორ შეუსაბამონ წარმოება ევროპულ სტანდარტებს"

56c99c97e94a6
BM.GE
21.02.16 15:13
1059
ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ქართველ მეწარმეებს ევროპელი ექსპერტები გადაამზადებენ, - აღნიშნულის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
 
"ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული, წარმატებული შემთხვევები, როცა საქართველოში მეწარმეებმა მოახერხეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის მიეღწიათ და თავისი პროდუქცია გაიტანეს ევროპულ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი ტიპის, ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქცია. მაგალითად, ეს არის კივი, ეს არის მოცვი, რომელიც გაცილებით უფრო მაღალ მომგებიანობას იძლევა, ვიდრე ზოგიერთი ტრადიციული კულტურა. ამიტომ, კონკრეტულად ასეთი შემთხვევების პრომოციას მოვახდენთ და მივიტანთ ამ ინფორმაციას რეგიონებში ყველა ადამიანთან", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა გააქტიურებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ევროპული ინტეგრაციისა და მისი სარგებლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ყველა მოქალაქეს გააცნოს.

"იმ პროგრამებით, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს, ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული დაფინანსება იმისათვის, რომ ევროპელი ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მათ ადგილზე ასწავლონ ჩვენს მეწარმეებს, თუ როგორ უნდა შეუსაბამონ თავისი წარმოების სტანდარტები ევროპულს, რათა გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.