Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ერთ წელში, ათობით და ასობით ადამიანი გვეყოლება რომელიც დუალურ განათლებაში იქნება ჩართული"

590d73df18aa2
თათია ჩაფიჩაძე
06.05.17 11:00
1110
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საქართველოში დუალურმა განათლებამ გაამართლა. მისი ინფორმაციით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით 45 პროგრამა დაფუძნდა, რომელზე მიღებაც სექტემბრიდან დაიწყება.

„UNDP-ი და შვეიცარიის განვითარების სააგენტო აქტიურად გვეხმარებიან იმისთვის, რომ პროგრამა წარმატებით დაინერგოს საქართველოში.

ამ დროისთვის სოფლის მეურნეობაში არის ძალიან კარგი შედეგები, საპილოტე რეჟიმში მიდის 15 თუ 20 პროგრამა, სადაც სტუდენტი პარალელურად სწავლობს პროფესიულში და თან მუშაობს. ასევე 45 პროგრამა დაფუძნდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, ყველა დუალურია. ანუ დამსაქმებელი და სასწავლო დაწესებულება სტუდენტების მიღებას უკვე სექტემბრიდან დაიწყებს. ძალიან მასშტაბური მზადება მიდის, ზოგი კერძოა, ზოგი სახელმწიფო დაწესებულებეთან ერთად არის.
მე ვფიქრობ, რომ ლაპარაკის დაწყებიდან ამ ერთი წლის თავზე, ათობით და ასობით ადამიანი გვეყოლება რომელიც ჩართულია დუალურ განათლებაში, თუმცა ნამდვილი შედეგისთვის, ეკონომიკური შედეგისთვის ცოტა დალოდება მოგვიწევს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

სამუშაოზე დაფუძნებული, ე.წ. დუალური მეთოდის საპილოტე პროგრამის პირველი ფაზა უკვე დასრულდა. პროფესიული განათლების ახალი მეთოდი, რომელიც საქართველოში შემოდგომიდან დაინერგა, თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ითვალისწინებს.