Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დავასრულებთ ქვეყანაში უმუშევართა "წარმოებას" და დავნერგავთ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომას"

5864b44ce3df8
BM.GE
29.12.16 11:00
1174
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სამთავრობო პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.

"შემუშავებულია განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შედეგად, ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში უმუშევართა „წარმოებას“ და დავნერგავთ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომას, რაც საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, პროფესიული განათლების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, სასწავლებელი და დამსაქმებელი ერთდროულად განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ეს სისტემა იქნება ეკონომიკის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული, იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უმაღლესდამთავრებულ უმუშევართა რიცხვი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების და ამ მიმართულებით მეცნიერების განვითარებას.

2016 წელს დაიწყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი, რომლის განხორციელებაც ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ცენტრად რეგიონში.

2016 წელი ასევე გარდამტეხი იყო, ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების დაწყების მიმართულებით. ქუთაისის გარდა, დაიწყო ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა თბილისში, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში, ფაბლაბები, დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები“ და ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენს ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი ხელმისაწვდომი ინტერნეტით“, - განაცხადა პრემიერმა.