24.Jan.2016 11:11
Society

"დანერგე მომავალი" პროექტით მოპოვებული დაფინანსებით, ხეხილის ბაღები 885 ჰექტარზე შენდება

"დანერგე მომავალი" პროექტით მოპოვებული დაფინანსებით, ხეხილის ბაღები 885 ჰექტარზე შენდება
პროექტ "დანერგე მომავალი"-ის განხორციელებისთვის მიმდინარე წელს 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 1000-1200 ჰექტარზე თანამედროვე ტიპის ბაღების გაშენება. გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის მენეჯერ, ლევან დოლიძესთან.
 
- აღნიშნული პროგრამის მიზანი, ერთის მხრივ არის ის, რომ ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტიპის ხეხილის ბაღების გაშენებას, რაც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას მოგვცემს. მეორეს მხრივ, მას საექსპორტო პოტენციალიც ექნება. ამისათვის დიდი კვლევები არ არის საჭირო, რადგანაც ქვეყანაში იმ მრავალწლიანი კულტურის ბაღების უმრავლესობა, რაც დღეისათვის გვაქვს 60-70 წლებშია გაშენებული და საკმაოდ ძველი ჯიშებია, რომლებიც ხარისხით უფრო დაბალი დონის პროდუქციას იძლევა, ვიდრე თანამედროვე ტიპის ბაღები.

- ბიზნესის ინფორმირებას როგორ ახდენთ, ამ მიმართულებით რა ნაბიჯები იდგმევა და 5 მილიონი, რომელიც გათვალისწინებულია, - ხეხილის ბაღები ერთადერთი პროგრამაა, თუ კიდევ იქნება სხვა დამატებითი პროგრამები, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდება?

- უშუალოდ სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალი" ორიენტირებულია მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენებაზე და ასევე სანერგე მეურნეობების თანადაფინანსებაზე. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის, არის ისეთი პროექტები, რომლებიც ახლოს არის ჩვენი პროექტის საქმიანობასთან. წელს უკვე დაიწყო მაცივრებისა და შემნახველი სასაწყობო მეურნეობების თანადაფინანსების პროგრამა, რაც ზუსტად იმაზეა გათვლილი, რომ 3-4 წელიწადში მოქალაქეებთან ერთად ჩვენს მიერ გაშენებული მრავალწლიანი ბაღებიდან მოსავალს მივიღებთ და გარკვეულწილად უკვე სასაწყობე მეურნეობებზე მოთხოვნა გაჩნდება.

- თანადაფინანსებაში რა მოცულობით შედიხართ და მოსახლეობამ ამ პროგრამების სიკეთეების შესახებ როგორ უნდა გაიგოს?

- პროგრამის შესახებ საჯარო იმფორმაცია განთავსებული გვაქვს სააგენტოს ვებ-გვერდზე, ასევე მსურველებს შესაძლებელია დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზს, ან ჩვენთან ოფისში მოვიდნენ. გარდა ამისა, ჩვენ გასული წლის მანძილზე აქტიურად დავდიოდით რეგიონებში, სადაც მოსახლეობას შევხვდით, ამას წელსაც გავაგრძელებთ. აქტიურობა საკმაოდ მაღალია და ჩვენ განაცხადების მიღება პროგრამის ფარგლებში არ შევწყვიტეთ საშემოდგომო სამუშაოების ფარგლებში და ზამთრის პერიოდშიც გავაგრძელეთ.

- ამ ეტაპისთვის რამდენი განაცხადია?

- ამ ეტაპისთვის ბაღების თანადაფინანსების კომპანენტში 124 განაცხადი გვაქვს და 4 განაცხადი გვაქვს სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტში. რაც შეეხება ბაღებს, 124 განაცხადის ფარგლებში, სულ 4 მილიონ 700 000 ლარზე მეტია დაფინანსება მოპოვებული მოქალაქეთა მხრიდან და ამ თანხით ხეხილის ბაღები 885 ჰექტარზე გაშენდება. მათი ნაწილი გაშენებულია, ნაწილის გაშენების პროცესი მიმდინარეობს და საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დასრულდება.

- რა მოცულობის თანადაფინანსების კომპონენტში შედიხართ კონკრეტულად ფიზიკურ პირთან?

- ბაღების ნაწილში ჩვენ შესაძენი ნერგების ღირებულების 70 პროცენტს ვაფინანსებთ და აუცილებელი პირობაა, რომ ბაღი თანამედროვე ტიპის წვეთოვანი სარწყავი სისტემით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამ ნაწილშიც ვაფინანსებთ წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა-მონტაჟის ღირებულების 50 პროცენტს. ეს დაფინანსება არის სახელმწიფოსგან საჩუქარი და უკან დაბრინებას არ ითვალისწინებს. სანერგე მეურნეობებს რაც შეეხება,ჩვენ სანერგე მეურნეობის მოწყობის ღირებულების 50 პროცენტს ვაფინანსებთ, არაუმეტეს 150 000 ლარის ფარგლებში.

- ჩვენი თანამოქალაქეები კონკრეტულ ბენეფიტებს ახლო მომავალში როდისთვის უნდა ელოდონ?

- პირველ რიგში, პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან ჩვენ პირველ შედეგებს უახლოეს პერიოდში, მესამე-მეოთხე წელს ვნახავთ და გარკვეული კულტურები უკვე მეოთხე წლიდან კომერციულ მოსავალს იძლევა და გარკვეული კულტურები მეხუთე-მეექვსე წლიდან.



15.Feb.2019 00:46
55

498 000 Tourists Visited Georgia for Shopping in 2018

More
14.Feb.2019 00:52
70

Georgian fencer Irma Khetsuriani wins gold in UAE

More
14.Feb.2019 00:49
80

Government plans to combat Stink Bug invasion with 45 Million GEL

More
13.Feb.2019 00:50
71

EBRD provides Georgia with €15 Million to assist in solid waste management

More
12.Feb.2019 00:43
103

“Georgia will become the first country to fully eliminate Hepatitis C” states Mamuka Bakhtadze

More
08.Feb.2019 22:18
125

Georgia will host a large scale NATO exercise Agile Spirit 2019, over 3000 soldiers will be deployed

More