Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დაიცავი ბათუმის ბულვარი", - აჭარის მთავრობა გავრცელებულ ვიდეორგოლს სამუშაო ვერსიას უწოდებს

568375a34a1f8
BM.GE
30.12.15 10:10
1384
აჭარის მთავრობა საზოგადოებას ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის კომისიაში ჩართვას სთავაზობს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე აცხადებს ვიდეო-რგოლი, რომელმაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, არ არის საბოლოო ვერსია და ის მხოლოდ შუალედური სამუშაოა.

"შევჯერდით, რომ კომისიაში რა რაოდენობითაც არის წარმოდგენილი საჯარო მოხელეები ზუსტად იმდენივე რაოდენობის წარმომადგენელი გამოყოს საზოგადოებამ, - ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქეები, სპეციალისტები თუ არასამთავრობოები. მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ წავედით დათმობაზე ან ჩვენ რაღაცას დაუთმობლად ვაკეთებდით. ჩვენ გვინდა გვქონდეს განვითარებული ბულვარი, რაშიც მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული. ბულვარის კონცეფციის მუშაობის დროს, როდესაც იქნება ერთიანი აზრი, მივიღებთ გაცილებით უკეთეს პროდუქტს, ვიდრე დღეს მივიღეთ. ეს არ იყო საბოლოო პროდუქტი, ეს იყო შუალედური სამუშაო, შესაბამისად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას, რომ მიუხედავად ვალდებულებისა მან ვიდეო რგოლი გააკეთა და საზოგადოებას მისცა საშუალება ჩართულიყო განხილვაში“, - განაცხადა დავით ბალაძემ.

"დაიცავი ბათუმის ბულვარი", - ამ სახელწოდებით პეტიცია ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. პეტიციაზე ხელმომწერები ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ეთანხმებიან. ;კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას“, - ნათქვამია პეტიციის მოთხოვნაში.