Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დაფასოებული ღვინის გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება"

5909e5ab48f6b
სალომე მეცხვარიშვილი
04.05.17 09:40
1457
დაფასოებული ღვინის გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება,- ამის შესახებ "საქმის კურსს" ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია, სწორედ დაფასოებული და მიკვლევადი ღვინის მოხმარება გაიზარდოს.

"ჩამოსასხმელი ღვინო არის იაფიანი და ხშირად აღურიცხავი, რადგანაც ხშირად მომხმარებელმა არ იცის, რა ღვინოს სვამს. ჩვენ გვაქვს მიზნად, რომ გაიზარდოს დაფასოებული ღვინის მოხმარება. იმისთვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას სვამს- ვისი წარმოებულია, რამდენგრადუსიანია და ა.შ. რაც გაზრდის ღვინის ხარისხს და მოხმარების კულტურას. აღიცხული, დაფასოებული ღვინის გაყიდვების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი და ყოველწლიურად იზრდება. იმედი მაქვს, რომ ჩამოსასხმელი და გაურკვეველი ღვინის წილი ბაზარზე შემცირდება",- აცხადებს სამანიშვილი.