Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩვენმა გლეხობამ, ერმა და ინვესტორებმა, ერთი წუთით არ იფიქრონ, რომ სახელმწიფო საკუთრების ხელყოფას აპირებს"

56bb27109773a
BM.GE
10.02.16 15:59
1393
"ეკონომიკის სამინისტრო არის კერძო საკუთრების პირველი დამცველი" - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ეკონომიკის მინისტრმა. "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონზე საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა, აღნიშნა, რომ პარლამენტში განხილვისას კანონპროექტში ცვლილებები შევა, რათა ეჭვის საფუძველი გაქრეს.
 
"პირადად მე სისხლ-ხორცეულად მაქვს გათვითცნობიერებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია კერძო საკუთრება, მისი დაცვა და განვითარება.

ერთი წელი არ არის ის ზღვარი, რომლითაც ვიღაც რაღაც საკუთრების უფლებას კარგავს. პირიქით ეს არის ზღვარი, რომელსაც სახელმწიფო თვითონაც იწესებდა. სახელმწიფომ გააკეთა ინვენტარიზაციის პროექტი და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა განკერძოვდეს, ამას ვერ გავაკეთებთ თუ არ ვიცით რა გაქვს. მნიშვნელოვანია ჩვენ აღვწეროთ ის, რაც გვაქვს.

თუ პოლიტიკურად ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ რომელიმე რეგიონში მაგალითად დაკარგულია არქივი და ხალხს საბუთები არ აქვთ იმისათის, რომ დაიკანონონ საკუთრება, ამ შემთხვევაშიც კი სახელმწიფოზეა საჭირო რეგისტრაცია, რომ ჩვენ ამ ხალხს კუთვნილი მიწა საბოლოო ჯამში გადავცეთ.
 
ჩვენ პარლამენტში განხილვისას აუცილებლად გავასწორებთ პროექტს და ყველანაირი ეჭვის საფუძველს მოვხსნით იმისათის, რომ არც ჩვენმა გლეხობამ, არც ჩვენმა ერმა და ინვესტორებმა ერთი წუთით არ იფიქრონ, რომ სახელმწიფო მათი საკუთრების ხელყოფას აპირებს. პირიქით ეს პროექტი იმისკენ იყო მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი კერძო საკუთრება გაჩენილიყო", - განაცხადა მინისტრმა.