Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენი გეგმა ჩინეთიდან ტვირთებს არ ითვალისწინებს" - ანაკლიის პორტის ბიზნესგეგმა

59df80a625c1a
BM.GE
12.10.17 18:46
904
"ანაკლიის პორტის პირველი პროექტი 1966 წელს შეიქმნა, ის არ გვეკუთვნის არც ჩვენ და არც ხელისუფლებას“, - განაცხადა ბიზნესმენებთან შეხვედრისას მამუკა ხაზარაძემ. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში პორტის 3-4 პროექტი დამტკიცდა.

"შემდგომ პროექტს შეეცვალა სახელი და ეწოდა ლაზიკა, სამწუხაროდ მაშინ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ეს არის ბოლო მცდელობა, - ეს პროექტი განხორციელდა. დღეს ოფიციალურად ვაცხადებთ მშენებლობის დაწყების დროს. ეს არის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც მთლიანად ცვლის ეკოგარემოს სამეზობლოში. უკვე 3 წელია ამ პროექტზე ვმუშაობთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პორტთან განთავსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის სპეციალური ორგანული კანონი დაიწერება, რომლის შექმნაშიც საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიძახით რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, დღეს საქართველოზე გადის ნავთობის მილსადენი, საიდანაც ჩემი აზრით საქართველოს მცირე შემოსავალი რჩება და სხვა ტვირთების გატარება საქართველოს არ შეუძლია, - რადგან საქართველოს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

ჩვენ ვერ ვემსახურებით დღეს იმ მთავარ დერეფანს რომელიც სჭირდება აღმოსავლეთს და სჭირდება დასავლეთს. მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში უკვე 8 დღის განმავლობაში ჩამოდის, შავი ზღვიდან ევროპაში მოსახვედრად საჭიროა მაქსიმუმ 4-5 დღე. შესაბამისად, ამ პორტის მშენებლობით ჩვენ ვქმნით აბსოლიტურად ახალ შესაძლებლობას, რათა საქართველო გახდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი. ჩვენ გვსურს ფინანსური ცენტრის გაკეთება ადგილზე. ეს იქნება ადგილი, სადაც ნამდვილად თავს მოიყრის სერიოზული ეკონომიკა.

ჩვენი ბიზნესგეგმა არ ითვალისწინებს არცერთ კონტეინერს ჩინეთიდან. ჩვენი ბიზნესგეგმა არსებულ ტვირთზეა დაფუძნებული, რომელიც საქართველოს გარშემოა. პროექტის ღირებულება 2,5 მილიარდია, პირველი ნაწილი დაახლოებით 550 მილიონია, რომლის ინვესტიცია დაწყებული გვაქვს.

ჩვენ ბანკებისთვის ვაჩვენებთ ძალიან პესიმისტურ სურათს, - ვეუბნებით, რომ ჩინეთი ამ სურათში არ არის. ამავე დროს ვიცით რომ ჩინეთი ევროპაში უშვებს 350 მლნ ტონა ტვირთს და როგორც კი ეს პორტი იქინება ნებსმიერ 1% რომელიც წამოვა ამ მიმართულებით აორმაგებს იმ პირველი ფაზის ინვესტიციებს.

ბევრი კრიტიკოსი, რომელიც გამოდის ტვირთების შესახებ, პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ ძალიან პესიმისტურ ბიზნესგეგმაზე ორიენტირებული, რომელიც იძლევა საკვანძო დაფინანსების პროდუქტს", - განაცხადა ხაზარაძემ.