Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და წავიდა დეცენტრალიზაციის გზით"

566beb3ae01da
BM.GE
12.12.15 13:31
1365
"ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და წავიდა დეცენტრალიზაციის გზით," - ეს განცხადება საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
 
კონფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს განიხილავენ და სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ 10 საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითმმართველ ორგანოს დააჯილდოებენ.

პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ, გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა მოკლედ შევახსენო ყველას თუ რა გვქონდა ჩვენ მანამდე, სანამ თვითმმართველობის რეფორმას განვახორციელებდით. მოგეხსენებათ სულ რაღაც 2-3 წლის წინ საქართველოში იყო ცენტრალიზებული სისტემა და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და შეცვალა ეს სისტემა, არსებული ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც აღმოჩნდა რომ არ იყო ეფექტური შეგვეცვალა და წავსულიყავით დეცენტრალიზაციის გზით. ამის შედეგი არის ის, რომ ჩვენ გასულ წელს ჩავატარეთ უპრეცედენტო ადგილობრივი არჩევნები, ავირჩიეთ 59 გამგებელი და 12 მერი, პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ დავსახეთ საკმაოდ ამბიციური გეგმა, ბარიერი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ იყო მართლაც უპრეცედენტო, ეს იყო 50 %-იანი ბარიერი, რომელიც კანდიდატს უნდა გადაელახა, რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მერი თუ გამგებელი. მე ვიზიარებ იმ სიხარულს და სიამაყეს, რომელიც ამ რეფორმის განხორციელების შედეგად ჩვენმა ქვეყანამ მიიღო,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.