Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენ აფხაზეთს იმდენ ელექტროენერგიას ვაწვდით, რამდენიც მათი მოხმარებისთვის არის საჭირო"

5679110373406
BM.GE
22.12.15 12:39
1144
"ჩვენ აფხაზეთს ელექტროენერგიას ვაწვდით იმდენს, რამდენიც მათი მოხმარებისთვის არის საჭირო", - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა. "ბიზნესკონტაქტის" კითხვაზე, შეიცვალა თუ არა აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა, მინისტრმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის პროცენტული გადანაწილება კვლავ 60-40-ზეა.
 
"ჩვენ აფხაზეთს ელექტროენერგიას ვაწვდით იმდენს, რამდენიც მათი მოხმარებისთვის არის საჭირო, თუმცა ბოლო წლებში ზოგადი მოხმარება გაზრდილია. ისინი ფიზიკურად ვერ გაყიდიან ენერგიას, რადგანაც ხაზი, რომელიც აკავშირებს აფხაზეთის ტერიოტორიას რუსეთთან ჩვენ ვაკონტროლებთ", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მხრიდან ელექტორენერგიის გაყიდვის თაობაზე განცხადება, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ციკარიშვილმა გააკეთა.