Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მიდის, არც ბიზნესმენია და არც პოლიტიკოსი"

5707a30315b92
BM.GE
08.04.16 16:22
1024
"ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მიდის და მეორე დღეს ამბობს, რომ მე მოვედი პოლიტიკაში, ის არც ბიზნესმენია და არც პოლიტიკოსი", - ამის შესახებ თემურ ჭყონიამ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესის ხელშემწყობი კანონების მიღებას, წლების განმავლობაში ის ფაქტი აფერხებდა, რომ ბიზნესმენები გახდნენ პოლიტიკოსები.
 
"ვერ მიიღებდნენ, ბიზნესის ხელშემწყობ კანონებს, რადგან ეს ბიზნესმენებიც პოლიტიკოსებად იქცნენ, ოღონდ პოლიტიკოსებად არა იმ გაგებით, როგორიც ჩერჩილია", - განაცხადა ჭყონიამ.

ბიზნესმენმა ახალი პრემიერის საქმიანობაც შეაფასა.

"გიორგი კვირიკაშვილს და დიმიტრი ქუმსიშვილს, ქართულ ბიზნესში სერიოზული იმიჯი აქვთ. ეს არ არის გამოწვეული მლიქვნელობით, ეს არის სწორი შეფასება. ისინი არიან პროფესიონალები, დიდი ხანია ჩვენ ამ ხალხს ვიცნობთ. ისინი არ არიან შემთხვევთ მოხვედრილი ხალხი, არც ბიზნესში და არც პოლიტიკაში", - განაცხადა ჭყონიამ. მისივე თქმით, დღეს ბიზნესს ყველაზე მეტად, წყნარი პოლიტიკური სიტუაცია სჭირდება.

"კვირიკაშვილმა დაძაბულობა მოხსნა. როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო, 3-4 ისეთი პროექტი განვახორციელეთ ძალიან სწრაფად, რომლებსაც წლებს მოვანდომებდით. წარმოუდგენლად სწრაფი რეაგირება მოხდა", - განაცხადა ჭყონიამ.