Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ბიტკოინის ღირებულება $10 000-ს მიაღწევს"

5a16956449bb8
BM.GE
23.11.17 13:30
828
მილიარდერი ინვესტორი მაიკ ნოვოგრაცი, რომელიც ნახევარმილიარდიან ფონდს ქმნის კრიპტოვალუტებში ინვესტირებისთვის, ბიტკოინის ფასის გაზრდას ელოდება. მისი პროგნოზით, კრიპტოვალუტის ღირებულება 10 000 დოლარს მიაღწევს. ბიტკოინმა რეკორდულ სიმაღლეს 8300 დოლარს სამშაბათს მიაღწია. წელს იგი 700%-ითაა გაზრდილი და დაახლოებით 8150 დოლარის დონეზეა.

ამავე ინვესტორის პროგნოზით, მეორე უდიდესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი წლის ბოლოსთვის 500 დოლარი ეღირება. დღეს ეთერიუმი 370 დოლარი ღირს.
ბიტკოინ ქეშის ღირებულება თითქმის 9%-ით გაიზარდა და უკვე 1300 დოლარი ღირს.