04.Dec.2015 11:58
EU Georgia

"ბევრი ხელისუფლება ერიდება არჩევნების წინ ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას''

"ბევრი ხელისუფლება ერიდება არჩევნების წინ ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას''
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება. საგზაო მოძრაობის სესახებ შესაბამსი ცვლილებები მთავრობის სხდომაზე განიხილეს. იკრძალება რეგისტრაცია და არა იმპორტი, ექსპორტი და ა.შ. საკრებულოს წევრი, შალვა ობგაიძე გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ აფასებს ამ ინიციატივას და აღნიშნავს, რომ იგი პირველად 2006 წელს ჩაუდგა სათავეში საპროტესტო აქციას, როდესაც მთავრობამ საქართველოში მარჯვენასაჭანი ავტომობილების იმპორტი გადაწყვიტა. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა მარჯვენა მხარისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს.

 
“მე გახლავართ ის ადამიანი, რომელიც 2006 წელს თანამოქალქეებთან ერთად სათავეში ჩავუდექი ერთგვარ  საპროტესტო აქციას, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მოინდომა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ჩვენ, ზოგადად საზოგადოებამ უნდა განვსაზღვროთ როგორი ქვეყანა გვინდა, როგორი ავტომობილებით უნდა ვიაროთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყანა არის მარჯვენა მხარისთვის განკუთვნილი ქვეყანა, ანუ ქვეყანა, სადაც მთელი ინფრასტრუქტურა იქნება გაჩერება, ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგომი, შესახვევი, საცხოვრებელი თუ სხვა დაწესებულება შემოსაბრუნი ეს არის მარჯვენა მხარეს. როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა ასეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებული ქვეყნისთვის აჭარბებს რაღაც კრიტიკულ ზღვარს, ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის,’’ - განაცხადა შალვა ობგაიძემ.

 
საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ დღეს უმჯობესია იმ ნოვაციზე გამახვილდეს ყურადღება, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსისკენ მიმართულ ღონისძიებებს შეეხება და დასძენს, რომ არჩევნების წინ ბევრი ხელისუფლება ასეთი ნაბიჯის გადადგმას ერიდება.

 
“დღეს ალბათ უფრო უპრიანია, ვისაუბროთ იმ ნოვაციაზე, რაც მთლიანობაში საგაზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსისკენ მიმართულ მთელ ღონისძიებათა საკმაოდ ამბიციურ და გაბედულ პაკეტს შეეხება. ბევრი ხელისუფლება ერიდება არჩევნების წინ ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. ეს იყო გაბედულება, საკმაოდ დელეკატური საკითხები გამოეტანა, რომელიც ადამიანს, მეწარმეს, საზოგადოებას, ეკონომიკის გარკვეულ სეგმენტს შეეხზება, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს შეეხება ჯანმრთელობას, ბავშვების უსაფრთხოებას და ა.შ. საერთოდ ავტომობილის იმპორტს განსაზღვრავს სპეციფიური კონვენცია, რომელსაც  ჰქვია ავტომობილის ტიპის აღიარების, ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა, რომელ ავტომობილის ტიპს ცნობს. რახან ჩვენ ამ კონვენციას ვართ მიერთებული და მარჯვენამხრივი მოძრაობა გვაქვს, ამიტომ ძირითადად არის ევროპული ტიპის ავტომობილების აღიარება, ჯერ იმპლიმენტირებული ეს კონვენცია არ არის, მაგრამ ევროპაში განსხვავებულ საჭიანი ავტომობილები არ იკრძალება, თუ კი ეს ავტომობილის ტიპი აღიარებულია და დაცული აქვს ის განსაკუთრებული მოთხოვნები, როგორიცაა შემხვედრი ნაკადი არ უნდა დააბრმავოს მისმა ფარებმა და ს.შ.  წარმოვადგენ ოთხ შესაძლო ვარიანტს 1) - აიკრძალოს უპირობოდ, 20 - დარჩეს, როგორც არის, 3) - მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაცია იყოს ნებადართული და 4) - ნებადართული იყოს, ოღონდ მოწესრიგდეს ფარები და ტაქსაობა აიკრძალოს. ჯეჯერობით მე-3 პუნქტი დაწინაურდა, რომელიც გულისხმობს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი გაგრძელდეს, ოღონდ აიკრძალოს საჭის გადატანა, აიკრძალოს ტაქსაობა და აუცილებლად მოწესრიგდეს ფარები. ეკონომიკის, სერვისის ნაწილს თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს ჩემთვის, როგორც ამ საქმის ექსპერტისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს და ბოლოს ამ თემაზე დებატები გაიხსნა, მსჯელობა დაიწყო და თუ ასე გავაგრძელებთ დრო არის და ჩვენ აუცილებლად რღაც საერთო მნიშვნელზე მივალთ. თუ როგორი ტიპის ავტოსაზოგადოება გვინდა რომ ჩამოყალიბდეს,’’ - აღნიშნა შალვა ობგაიძემ.
 



08.Mar.2018 16:49
568

A Truly Innovative and Competitive Georgia Means Involving More Girls and Women

More
23.Feb.2018 10:12
666

"შრომით ურთიერთობებში დამატებითი ანტიდისკრიმინაციული საკანონდებლო გარანტიები ინერგება"

More
21.Feb.2018 21:00
600

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით

More
08.Feb.2018 14:17
648

ავანსის დღგ-თი დაბეგვრის მოდელი

More
03.Feb.2018 19:49
720

საბანკო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და მათი შეფასება კორპორაციული მართვის ჭრილში

More
30.Jan.2018 19:28
647

საპენსიო რეფორმის დიზაინი და იდეოლოგია - არა, მომავალი თაობების საბერძნეთიზაციას!

More