Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აზოტის ქარხნის" ახალი მესაკუთრის "ეუ ინვესთმენთის" განცხადება

589058cb0d537
BM.GE
31.01.17 13:18
1814
"აზოტის ქარხნის" ახალი მესაკუთრე სს "ეუ ინვესთმენთი" უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ. როგორც ქარხნის ახალი მფლობელები განმარტავენ, მათ ხელშეკრულება 2000-ზე მეტ თანამშრომელთან უკვე გააფორმეს და ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, განხილული იქნება დამატებითი მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხი, პრიორიტეტი კი მიენიჭება შპს „რუსთავის აზოტში“ დარჩენილ თანამშრომლებს.

„ბიზნესკონტრაქტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ქარხნის ახალი მფლობელების განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სს "ეუ ინვესთმენთმა" რუსთავის "აზოტის ქარხნის" აქტივები შეიძინა 2016 წლის სექტემბერში. სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქარხნის ოპერირებას აწარმოებდა ქარხნის ყოფილი მესაკუთრე, რომელმაც დეკემბრის ბოლოდან ვეღარ შეძლო ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება და 2017 წლის იანვრიდან ქარხანა გაჩერებულია.
სს "ეუ ინვესთმენთი" ამჟამად აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს, რათა ქარხანა კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდეს. ამ მიზნით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ქარხნის კრედიტორებთან და მომწოდებლებთან. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა არ ფუნქციონირებს, ქარხნის თანამშრომელთა სოციალური დაცვის მიზნით „ეუ ინვესთმენთის“, როგორც ქარხნის ამჟამინდელი მესაკუთრის მიერ უზრუნველყოფილ იქნა შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება 2000-ზე მეტ თანამშრომელთან, რათა მოხდეს მათთვის სახელფასო ანაზღაურების დროული და შეუფერხებელი გადახდა. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, განხილული იქნება დამატებითი მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხი და პრიორიტეტი მიენიჭება შპს „რუსთავის აზოტში“ დარჩენილ თანამშრომლებს. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დათხოვნილ იქნა 350 თანამშრომელი და კიდევ იგეგმება შემდგომი შემცირებები არ შეესაბამება სიმართლეს და ვნებს როგორც ქარხნის დროულად ამუშავების პერსპექტივას, ისე იმ 2000-ზე მეტი ადამიანის ინტერესს, რომელთა ხელფასის გადახდაზე პასუხისმგებლობა აიღო სს "ეუ ინვესთმენთამა"",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.