13.Jan.2016 15:05
Economy

"აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას"

"აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
"სოკარის" წარომომადგენლებთან შეხვედრაზე, საუბარი გაზსაცავის მშენებლობის პროექტს შეეხეო, - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ „სოკარის“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის სურვილი „სოკარსაც“ აქვს.
 
"იყო საუბარი და განხილვა არსებულ სიტუაციაზე, - იმ ტექნიკურ პრობლემებზე, ზრდის ბალანსზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, თუმცა გვაქვს პიკური მოხმარების თვეები, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსება, ამ პრობლემის მოგვარება. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას.

საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ 2016 წელს დავიწყოთ, სოკარსაც აქვს სურვილი ამ პროექტში მონაწილეობის. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელება იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარებასთან დაკავშირებით. „სოკარის“ ორივე მილსადენი, რომლითაც ვიღებთ ბუნებრივ აირს დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ განვახორციელოთ ისეთი პროექტი რომელიც მოგვცემს საშუალებას ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას“, - განაცხადა კალაძემ.



17.Feb.2019 20:22
133

Advice for Government from Mamuka Khazaradze - "Offer Special Conditions to All Georgian Businessmen Living Abroad"

More
17.Feb.2019 20:00
66

"What Saved us Throughout this Years was our Transparency”, says Khazaradze

More
16.Feb.2019 01:07
197

TBC Bank Filed a Lawsuit against National Bank of Georgia

More
16.Feb.2019 00:53
135

IMF on TBC Bank Case: We Consider that NBG is Doing its Job

More
15.Feb.2019 00:50
101

Pension Agency Calls Upon the NBG to Urgently Advise on What to do with 25 Million GEL

More
15.Feb.2019 00:46
78

498 000 Tourists Visited Georgia for Shopping in 2018

More