Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ახლა ორი უმსხვილესი ბანკის ხელშია მოქცეული ბაზრის დაახლოებით 80%, რაც მე ვფიქრობ, ამ ქვეყნისთვის საშიშია"

591f054626126
ელენე გოგბერაშვილი
19.05.17 18:45
744
"საქართველოს ბანკისა" და "თი ბისი ბანკის" საკმაოდ თამამ განცხადებებს ბანკების შემცირების შესახებ, რეაქცია მოჰყვა ბიზნეს წრეებშიც. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი არათუ ბანკების რაოდენობის შემცირების, არამედ დივერსიფიკაციის და წილების ისე გადანაწილების მომხრეა, რომ ბაზარზე თამაშის წესებს მხოლოდ ორი ბანკი არ განსაზღვრავდეს. ბიზნესმენი ჩინური ბანკის ქართულ საფინანსო ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილებასაც აფასებს და ბაზარზე მესამე მსხვილი ბანკის შემოსვლას მიესალმება.

"მე არ ვიცი მაგათი კონკრეტული ბიზნესგეგმა და სტრატეგია, თუმცა მისასალმებელია. ახლა არსებული ჩინური ბანკი არაფერი არ არის. ჩვენ-მსხვილ ბიზნესს, რაც გვაინტერესებს დივერსიფიკაციაა საბანკო სექტორის. ახლა ორი უმსხვილესი ბანკის ხელშია მოქცეული დაახლოებით ბაზრის 80%, რაც მე ვფიქრობ, ამ ქვეყნისთვის საშიშია, თუმცა არის მსოფლიოში ამის პრეცენდენტები. მე ვისურვებდი, რომ იყოს მესამე მსხვილი კონკრენტი. თუ ჩინური ბანკი ასეთი გეგმებით შემოდის ძალიან მისასალმებელია. კონკრენცია მომხმარებლისთვის ყოველთვის კარგია. მომხმარებელი მე, თქვენ და ბიზნესი ვართ", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ბიზნესმენი ბანკების შემცირების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებსაც ეხმაურება.

"მე არ ვეთანხმები, რომ ბანკების რაოდენობა 5-6-მდე უნდა შემცირდეს, თუმცა თუ შემცირდება, ისე უნდა შემცირდეს, რომ იყოს 6 და15-15% გაინაწილონ საბანკო სექტორის და არა ორმა 80% და იმ ოთხმა ერთ-ერთი. ეგაა დამღუპველი. მე დივერსიფიკაციის მომხრე ვარ", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.