Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი" საქართველოში ჰესებს აღარ ააშენებს

56cd51353a363
BM.GE
24.02.16 10:42
1192
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობასა და შპს "ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს" შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი შეწყდა.

შეწყვეტის საფუძველიჰიდროელექტროსადგურის ნაწილში, მემორანდუმის 6.2 პუნქტის "b.a" ქვეპუნქტია.კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, კომპანიას ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებიდან 18 თვის ვადაში ტექნიკურ ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა უნდა დაესრულებინა და მთავრობისთვის წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ ინვესტორი ლახამის, ცხვანდირის, ოკრილის და ლარაკვაკვას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ინტერესს გამოხატავდა.